Printer Warranty

საგარანტიო პირობები

 

1. აღნიშნული მოწყობილობა მითითებული ვადის პერიოდში დაზიენბის შემთხვევაში ექვემდებარება უფასო საგარანტიო მომსახურებას თუ მომხმარებელის მიერ ზუსტად იქნება დაცული აპარატურის ექსპლუატაციის და აწყობის წესები.

 

2. საგარანტიო პერიოდი იანგარიშება გაყიდვის დღიდან.

 

3. გარანტია გულისხმობს ქარხნული წუნის შემთხვევაში დაზიანებული აპარატურის შეკეთებას ან თუ ეს შეუძლებელია მაშინ მის შეცვლას იგივე მახასიათებლის მქონე ახალი მოწყობულობით 15 დღის ვადაში.

 

4. საგარანტიო მომსახურეობაზე წარმოდგენილი აპარატურა მოწოდებული უნდა იქნას სრული კომპლექტაციით, როგორც შეძენის მომენტში.

 

5. აპარატურის მოდელი და სერიული ნომერი უნდა ემთხვეოდეს საგარანტიო ცნობაში მითითებულს.

 

6. მომხმარებელი პასუხისმგებელია პრინტერის გამოყენებამდე გაეცნოს მოწყობილობის ინსტრუქციას, ფილამენტის ტექნიკურ მახასიათებლებსა და ბეჭდვის შესაბამის პარამეტრებს.

 

 

გარანტია არ ვრცელდება შემდეგ შემთხევებში:

 

1. დარღვეულია ექსპლუატაციის წესები.

2. დაზიანება გამოწვეულია ქარხნული პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიკაციით ან გადაყენებით.

3. მოწყობილობა გახსნილია სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით თვითნებურად, მომწოდებელთან შეთანხმების გარეშე.

4. მექანიკური დაზიანებისას.

5. უცხო ნივთიერების ან სითხის ზემოქმედებით.

6. არასტაბილური დენის გამო დაზიანების შემთხვევაში.

7. ნაწილების ნორმალური ცვეთა.

8. პროდუქტის მონტაჟი ან გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება პროფესიონალურ სტანდარტებს ან განსაზღვრულ ტექნიკურ სპეციფიკაციებს.

9. ინსტალაციის, გამოყენების ან მოვლის ინსტრუქციების დაუცველობა.

10. არასათანადო კონტროლი, შენახვა ან მოვლა.

11. პროდუქტის შეცვლა ან ჩარევა კომპანიის, კლიენტის, მომხმარებლის ან მესამე პირის მიერ, რომელიც არ არის ჩვენთან შეთანხმებული, ან ჩარევა/შეკეთება განხორციელებულია არაორიგინალი ნაწილებითა და/ან ცვეთადი მატერიალებით.  

12.  მომხმარებლის მიერ პრინტერის არასწორი ექსპლუატაციისა და ბეჭდვის ტექნოლოგიური პარამეტრების დაუცველობით გამოწვეულ დაზიანებებზე, მათ შორის:

 

ფილამენტის მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ბეჭდვის ტემპერატურის, სიჩქარისა და სხვა ტექნოლოგიური პარამეტრების დაუცველობის შედეგად გამოწვეულ დაზიანებებზე;

 

საბეჭდი ზედაპირის (Build Plate) არასათანადო მომზადების, დაბინძურების, ცხიმიანი ზედაპირის ან შესაბამისი ადჰეზიის საშუალებების არასწორი გამოყენების გამო მასალის არასათანადო მიწებებისა და ბეჭდვის პროცესის შეფერხებით გამოწვეულ დაზიანებებზე;

 

პრინტერისთვის შეუთავსებელი ან კონკრეტული მოდელისა და ექსტრუდერისთვის დაუშვებელი ტიპის ფილამენტის გამოყენებით გამოწვეულ დაზიანებებზე;

 

არასწორი ტემპერატურის ან ბეჭდვის პარამეტრების გამოყენების შედეგად ექსტრუდერის, Hotend-ის, Nozzle-ის, კვების მექანიზმისა და სხვა კომპონენტების დაზიანებაზე ან გაჭედვაზე;

 

ბეჭდვის პროცესის არასათანადო კონტროლის, ბეჭდვის დროს წარმოქმნილი მასალის დაგროვების, გადმოდნობის ან სხვა მსგავსი პროცესების შედეგად გამოწვეულ დაზიანებებზე;

 

მომხმარებლის მიერ პრინტერის გამოყენების წესების, მწარმოებლის ინსტრუქციებისა და ტექნიკური რეკომენდაციების დაუცველობით გამოწვეულ ნებისმიერ დაზიანებაზე.

 

3D მოდელის არასწორი განლაგებით, საბეჭდ ზედაპირთან არასათანადო კონტაქტით ან საყრდენი სტრუქტურების (Supports) არასაკმარისი რაოდენობით გამოწვეულ დაზიანებებზე. მომხმარებელი ვალდებულია ბეჭდვის დაწყებამდე გადაამოწმოს მოდელის განლაგება, საბეჭდ ზედაპირთან მისი კონტაქტი, საჭირო საყრდენი სტრუქტურების არსებობა და ბეჭდვის პროცესის საწყისი ეტაპი. ბეჭდვის დროს მოდელის ზედაპირთან არასათანადო მიწებების, ჰაერში ბეჭდვის, მასალის ჩამოშლის ან დაგროვების შედეგად, აგრეთვე ბეჭდვის პროცესის დროული შეუმოწმებლობის გამო Hotend-ის, Nozzle-ის, ექსტრუდერისა და სხვა კომპონენტების დაზიანების შემთხვევაში, აღნიშნული დაზიანება არ ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას, თუ დადასტურდება, რომ იგი გამოწვეულია მომხმარებლის მიერ მოდელის არასწორი მომზადებით ან ბეჭდვის პროცესის არასათანადო კონტროლით.